ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება 2010 წელის
სექტემბრის თვიდან. დღიდან დაარსებისა ცენტრის მთავარი პრიორიტეტებია: პროფესიონალი
პედაგოგები, რომელნიც
უძღვებიან საგნის მაღალ ხარისხიან სწავლებას თანამედროვე მეთოდებითა
და სტილით. სწორად შედგენილი
პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი მცირე დროში ეუფლება
მაქსიმალურად მეტ მასალას. კომფორტული გარემო და ყველა აუცილებელი ინვენტარით
აღჭურვილი აუდიტორიები. ეს ყოველივე განაპირობებს იმ ფაქტს, რომ აქ
მომზადებული ყოველი სტუდენტი ეფექტურად
ეუფლება ენას და ასევე
წარმატებით აბარებს საერთაშორისო გამოცდებს.
ცენტრში საგნის სწავლებას ახორციელებენ
პროფესიონალი, საერეთაშორისო სერთიფიკატის
მქონე პედაგოგები, რომლებიც ასევე ქმნიან
მეგობრულ ატმოსფეროს რაც სასიამოვნოსა და
კომფორტულის ხდის სასწავლო
პროცესს. ცენტრი ეხმარება სტუდენტს მიიღოს საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი განათლება.
No comments:
Post a Comment